კიევმა რუსების დახოცვაზე განცხადებების გამო, ყაზახეთში ელჩი დაითხოვა

 პეტრო ვრუბლიოვსკი

უკრაინამ თავისი ელჩი ყაზახეთში, პეტრო ვრუბლიოვსკი, სამსახურიდან დაითხოვა რუსების დახოცვის შესახებ აგვისტოში გაკეთებული განცხადებების გამო.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ელჩი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ელჩი პეტრო ვრუბლიოვსკი სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც ცნობილ ყაზახ ბლოგერთან, დიას კუზაიროვთან ინტერვიუში თქვა: "რაც მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით ნაკლები მათგანის დახოცვა მოუწევთ ჩვენს შვილებს მომავალში".

მოსკოვი და ყაზახეთში მოქმედი რუსული ორგანიზაციები ასტანას სთხოვდნენ დიპლომატის გაძევებას ამ განცხადებების გამო. ყაზახეთის ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, თუმცა კიევს მიმართა მისი შეცვლის თხოვნით.

ზელენსკის თავის განცხადებაში ელჩის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ: პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა