1739342153
დააკავეს კაცი, რომელსაც გასაქირავებელ ბინაში სათვალთვალო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული (უცხოეთი)
![კამერა კამერა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/112005/kamera_w_h.jpeg)
საბერძნეთში, ტრიკალას პოლიციის განყოფილებამ 33 წლის მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც საკუთარ სახლში დამონტაჟებული კამერებით მდგმურებს უთვალთვალებდა.
ერთ-ერთმა წყვილმა, რომელმაც მისი სახლი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქირავა, საძინებელში წითელი შუქის ციმციმი შენიშნა. მათ კარადის თავზე სათვალთვალო კამერა აღმოაჩინეს.
წყვილმა დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას, რის შედეგადაც მამაკაცი დააკავეს.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა მას კამერები დამონტაჟებული, რამდენ მდგმურს უთვალთვალებდა და იყენებდა თუ არა კადრები დაკავებული სხვა მიზნებისთვის.