"საინტერესოა, რამდენი დაეთანხმებით ამ ჩემს "თვითნებურ" გადაწყვეტილებას" - ნახეთ, რას გეგმავს ცნობილი მხატვარი

xvicha

მხატვარი მედეა კეიდია, რომელსაც "ანგელოზების მხატვრად" იცნობენ, ჩვენს საამაყო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი უნიკალური ნახატით ასაჩუქრებს.

დასაჩუქრების ფორმა კი ორიგინალურია: მხატვარმა თავის გამოფენაზე, რომელიც 5 იანვარს თუმანიშვილის სახელობის თეატრის ფოიეში გაიხსნა, სამი სიმბოლური პრიზი დააწესა. ერთ-ერთი "წლის პერსონაა", რომელსაც სპეციალურად შერჩეული ჟიური ყოველწლიურად გამოავლენს.

და სწორედ ახლა, ძველით ახალ წელს, როდესაც "კვარამ" კვლავ გაახარა გულშემატკივარი, მედეა კეიდიამ თავისი პრიზი, სპონტანური გადაწყვეტილებით, მას მიანიჭა. აი, რას წერს მხატვარი ფეისბუქზე. 

მედეა კეიდია: ეს ბიჭი... საქართველოს სიამაყე... ღმერთმა დალოცოს!!!

ხომ მაქვს უფლება, ჩემი ანგელოზების სახელით, ეს ღვთის საჩუქარი ბიჭი "წლის პერსონად დავასახელო?!"
თქვენი და ჩემი ანგელოზების სახელით, ერთი საუკეთესო ანგელოზი შევურჩიო და სახლში მიართვან?!

პ.ს. მოდით, არავის შეგეკითხებით და ისე, თვითნებურად, ვიქმნ ამას, და იცით, რატომ?! მარტო ბურთზე ფეხის ოსტატურად დარტყმით რომ არ გამოირჩა ის ჩემთვის და თქვენთვის, იტალიელებისთვის, გულშემატკივრებისთვის. რომ უპირველესად, თავისი ზნეობით და ადამიანობით მოგვხიბლა ყველა, საუკეთესოდ გაზრდილმა შვილმა.

პ.ს. მეტიც, ჩემი ნებაა, და შვილთან ერთად, დედაც, დიახ, დედაც "წლის პერსონად" დამისახელებია, ასეთი საუკეთესო შვილის აღზრდისთვის!!! მასაც, ჩემი საუკეთესო "დედა-შვილობა", იმის სახსოვრად, რომ მისხალი სიკეთე არ იკარგება ბუნებაში... და ორმაგად უბრუნდება გამკეთებელს!!!

პ.ს. საინტერესოა, რამდენი დაეთანხმებით, გაიზიარებთ ამ ჩემს ''თვითნებურ'' გადაწყვეტილებას: არავითარი პირადი, მხოლოდ პასუხი ფეიერვერკად გადმოღვრილ მათ სიკეთეს, სულ ესაა და ეს. #კვარა