Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111
ამ ეტაპზე საქართველოში 1 094 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 280 პირი იმყოფება, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკუ სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 402 - აჭარაში.
29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 962 827 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 913 528, გარდაიცვალა 14 218 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111