ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია ადამიანში აღმოჩნდეს ორივე შტამი, „ომიკრონის“ და „დელტას“ ნაზავი.
მისივე თქმით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევები ქვეყანაში სწრაფად იზრდება.
„დიდი ალბათობით რაოდენობა დაემატება, იმიტომ რომ სადაც ეჭვი მიგვაქვს, რომ „ომიკრონია“, საკმაოდ ბევრი გროვდება. 6 შემთხვევიდან საშუალო ასაკი არის 33 წელი, 5 წლამდე იყო 8 ბავშვი. შესაძლებელია, რომ ერთ ინფიცირებულ პიროვნებას აღმოაჩნდეს ორივე შტამის ნაზავი, როგორც ომიკრონის დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, ის დელტას დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, მაგრამ ასეთი ნაზავი ჩვენთან ჯერ დაფიქსირებული არ არის. არავინ იცის ჯერ – იქნება უფრო რთული, თუ იქნება უფრო მსუბუქი“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.
შეგახსენებთ, კვიპროსზე „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვეს.