ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

კორონავირუსი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  962 827-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.76% ხოლო, 7 დღის მანძილზე - 9.57%.

ბოლო 24 საათში , კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.