ბავშვი კლინიკა

1695552102

როგორია 9 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, დედას ხელიდან გაუვარდა (საბერძნეთი)

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს 9,5 თვის ბავშვი, რომელმაც თავის არეში, დაცემის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, შვილი, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში დედამ მიიყვანა და მანვე უთხრა ექიმებს, რომ  ბავშვი ძირს დაეცა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს მწვავე ჰემატომა ჰქონდა, რაც დაუყოვნებლივ ოპერაციას მოითხოვდა.ოპერაციის შემდეგ, ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი დედას გაუვარდა ხელიდან, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის.ასევე ნახეთ:პირველად ბრიტანეთში, 8 წლის გოგონას თირკმელი გადაუნერგეს - მას ორგანო დედამ მისცამამას არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - მოზარდმა 4-წლიანი დუმილი დედასთან დაარღვია„რამხელა ტკივილია ეს სიცოცხლით სავსე გოგო; დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი... “ - გორში გარდაცვლილს გლოვობენ

მიწისძვრა

1695530336

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.მიწისძვრა თბილისის დროით, 08:00 საათზე მოხდა.ასევე ნახეთ:როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები„გადარჩენის შანსი 5% იყო... სურათი მამა ნიკოლოზთან წავიღე და მას დავუძახე...“ - კიდევ ერთი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენVIDEO: „მაკა ასათიანი აქ ღვინის ქარხანას აშენებს... ააყვავეთ თქვენი სამშობლო, როგორც შეგიძლიათ“ - ნახეთ, რა კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში

მიწისძვრა

1695528362

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, თბილისის დროით 08:00 საათზე 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 6 კილომეტრში, სოფელ ნორიოდან 2 კილომეტრში მდებარეობდა.

გიორგი ნაზღაიძე

1695504407

VIDEO: „მეოთხე ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე წინა სეზონები“ - გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსზე“

„პრაიმ ჰაუსი 4-ის“ დაწყებამდე 2 დღეზე ნაკლები რჩება. რამდენიმე მონაწილის ვინაობაც უკვე გავიგეთ. როგორც გადაცემის წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე ამბობს, მაყურებლებს წინ საინტერესო სანახაობა ელით.ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „ვუყურებდი, როგორ მღალატობდა ჩემი საყვარელი ადამიანი... ძალიან რთული გზა გავიარე“ - თაია ჭიჭინაძე „პრაიმ ჰაუსში“ გამოჩნდა„ჭკვიანურად თუ ითამაშებს, აუცილებლად მოიგებს...“ - თამუნა მუსერიძე

ბერი ნარიმანი

1695504096

„გადარჩენის შანსი 5% იყო... სურათი მამა ნიკოლოზთან წავიღე და მას დავუძახე...“ - კიდევ ერთი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ

მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის კიდევ ერთი მრევლი მისი მეგობრის თავს მომხდარ სასწაულს იხსენებს, რომელსაც სასულიერო პირს უკავშირებენ. „ჩემს მეგობარს, რომელსაც თავში დაავადება ჰქონდა, საზღვარგარეთ იყო სამკურნალოდ წასული. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის 5% აქვს მხოლოდ დარჩენილი, ეს რომ გავიგე, გადავწყვიტე, მისი ფოტოსურათი დამებეჭდა და მამაოსთან მიმეტანა იმ იმედით, რომ მამაო გადაარჩენდა და ილოცებდა მისთვის. მე დიდი იმედი მქონდა, მჯეროდა, რომ მამაოს თუ ვთხოვდი, ის აუცილებლად შეისმენდა და გადაარჩენდა მას. ასეც მოხდა... მივედი მამა ნიკოლოზთან და მივიტანე სურათი. იმ დროს მამაო გამობრძანებული იყო გარეთ და დავუძახე: მამა ნიკოლოზ, გადარჩება ეს ადამიანი მეთქი?! თან სურათს ვანახვებდი... მამაომ შეხედა და თავი დამიქნია, ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას და განცდას, რაც მე იმ დროს განვიცადე, ეს იყო სასწაული უდიდესი ძალა და მადლი გადმოსული. გავიდა რამდენიმე თვე და ჩემი მეგობარი კვლავ მივიდა ექიმთან და როცა ექიმმა ანალიზები ნახა, მას უთხრა, რომ ის გაზრდილი ბურთი თავში რაც ჰქონდა, შემცირდა და ძალიან მცირე ზომა იყო დარჩენილი, შემდეგ გაუკეთა ოპერაცია და დღეს ჩემი მეგობარი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბედნიერია. ეს ჩემი მამა ნიკოლოზის მადლი და ძალაა, უდიდესი მადლობა მამაო შენ, შენს ძლიერებას შენს მეოხებას, გმადლობ, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, მადლობა, რომ მაქვს საშუალება მოვიდე შენთან, გნახო და ვილოცო,“ - წერს თამარ კობაიძე.

გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები

1695503994

„მინდა, 100 წელი გვყავდე... ბედნიერი ვარ, მთელ საქართველოს რომ უყვარხარ“ - ლენუკა ყიფშიძის ემოციური მიმართვა

ლენუკა ყიფშიძე მამის, მსახიობ ზურა ყიფშიძის კადრებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის:მამა, მინდა, 100 წელი გვყავდე ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი და გახარებული. მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, მთელ საქართველოს რომ უყვარხარ,“ - წერს ლენუკა.ნახეთ, ვიდეო ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „აიტაცებენ შეყვარებული წყვილები და ერთმანეთს უმღერებენ...“ - მოუსმინეთ, „ქსოვრელების“ ახალ სიმღერას„უმაგრესი ხარ ნინო! შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...“ - როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

მაკა ასათიანი

1695503598

VIDEO: „მაკა ასათიანი აქ ღვინის ქარხანას აშენებს... ააყვავეთ თქვენი სამშობლო, როგორც შეგიძლიათ“ - ნახეთ, რა კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში გავრცელდა სოფელ დღნორისაში გადაღებული კადრები. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ აქ ღვინის ქარხანას  მაკა ასათიანი აშენებს.„ბიზნეს ლედი, მაკა ასათიანი წარმოშობით დღნორისიდანაა და დერჩში ღვინის ქარხანას აშენებს. აგრეთვე, საბაგიროს დერჩიდან ხვამლის მთამდე. ღმერთმა ხელი მოუმართოს,“  - წერს სოციალურ ქსელში მარინე ძაგნიძე და კადრებს აქვეყნებს.ნახეთ, კადრები ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსიდან“ კადრებს აქვეყნებსVIDEO: „ეს გზა გამოვიარე მე... მიხარია, რომ გადამარჩინეს!“ - რა კადრებს აქვეყნებს თაია ჭიჭინაძე

ოფო ნურაშვილი

1695503393

„ქინქის როგორ ჰგავს?!“ - „პრაიმ ჰაუსის“ ახალმა მონაწილემ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

ცოტა ხნის წინ, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. სოფი ნორაშვილს, რომელიც პროფესიით იმიჯ მეიჯერი და სპიკერია, მეოთხე სეზონში ვიხილავთ.მის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომღაც, რელაითი შოუს მაყურებლებმა ის მარიამ ქინქისთან გააიგივეს.„ქინქი 2“; „ქინქი მეგონა... როგორ ჰგავს...“; „აუ, რალამაზი გოგოა“; - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.ასევე ნახეთ:„ოქტომბერი წელს განსაკუთრებულად „ცხელი“ იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ლელა მებურიშვილი

1695503086

ლელა მებურიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე მამიდა გახდა - მსახიობი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ლელა მებურიშვილი იუბილარია. როგორც ირკვევა, დაბადების დღის მილოცვებს, რომელსაც მსახიობი ტყუპისცალ ძმასთან ერთად იღებს, კიდევ ერთი მიზეზიც ემატება - მას ძმისშვილი შეეძინა.„ჩემი დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ მარტო არასდროს ვარ. ყოველთვის ჩემ ტყუპისცალ ძმასთან ერთად მილოცავენ ამ დღეს, მაგრამ დღეს ყველაზე გამორჩეული და ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ ბაჩო მებურიშვილის ულამაზესი პატარა გოგონა გაჩნდა, გაგვაბედნიერა და გაგავბრჭყვიალა ყველა. უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კეთილი სიტყვებისთვის . ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის,“ - წერს სოციალურ ქსელში ლელა მებურიშვილი.ასევე ნახეთ:რატომ არ შეუძლია ქორწინება და შვილის ყოლა გოგა მანიას

ცაგარელი

1695503007

VIDEO: არსებობს თუ არა ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი და არის შესაძლებელი, რომ ამან ჩვენი ზოდიაქოები შეცვალოს? - მიხეილ ცაგარელის განმარტება

არსებობს თუ არა ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი, რომელზეც უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს. ამას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ვრცლად განმარტავს ⇓„ოქტომბერი წელს განსაკუთრებულად „ცხელი“ იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილებარა ტიპის დიეტის დაწყებაა სარისკო შემოდგომაზე - ნატა გაგუას რჩევა

ჰალკი

1695502909

VIDEO: „მე მიყვარდა, მაგრამ მას არა... თუმცა, იმდენი ვქენი, რომ თავისი ნებით...“ - ქართველი „ჰალკი“ პირადზე ალაპარაკდა

ქართველმა „ჰალკმა“ ლევან საგინაშვილმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და მალე ქორწილს გეგმავს. ამის შესახებ მან გადაცემაში „კულინარიული დუელი“ ისაუბრა.„ჩემი მეუღლე ლელა ჯამასპიშვილია. ერთმანეთი 2010 წელს გავიცანით. მე მიყვარდა, მაგრამ მას არა... თუმცა, იმდენი ვქენი, რომ თავისი ნებით წამოვიდა...“ ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „ეს გზა გამოვიარე მე... მიხარია, რომ გადამარჩინეს!“ - რა კადრებს აქვეყნებს თაია ჭიჭინაძეVIDEO: „ეს პრობლემა 20 წლიდან მაქვს... წლები დავიტანჯე...“ - ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებსVIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსიდან“ კადრებს აქვეყნებს

ნიკა ცისკაძე

1695502745

ზესტაფონში 28 წლის ახალგაზრდა დაიკარგა

ზესტაფონში 28 წლის ნიკა ცისკაძეს ეძებენ. ინფორმაცია ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება.„ბოლოს ნახეს საყავრიაში, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან ფეროსკენ მიმავალი, დაახლოებით 3 საათზე...ნიკა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ნაკლებად კონტაქტური და არ იცის სახლამდე მისასვლელი გზა. ოჯახის ინფორმაციით, აცვია მომწვანო-მოცისფრო მოკლესახელოიანი მაისური“, - წერს ახლობელი.ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 591 81 72 49 ან შეატყობინეთ პოლიციას.ასევე ნახეთ:VIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსიდან“ კადრებს აქვეყნებსVIDEO: „ეს გზა გამოვიარე მე... მიხარია, რომ გადამარჩინეს!“ - რა კადრებს აქვეყნებს თაია ჭიჭინაძეVIDEO: „ეს პრობლემა 20 წლიდან მაქვს... წლები დავიტანჯე...“ - ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს