„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ევროპაში არსებულ რეგულაციებზე პოსტს აქვეყნებს და იქვე გვიზიარებს რჩევას, თუ რომელი პირბადე უნდა გამოვიყენოთ შიდა/გარე სივრცეებში.
„პარიზი - ჟენევა მართლა მაგარი მატარებელია ... სიახლეები და ცვლილებები მოგზაურობის დროს: კოვიდსერტიფიკატი. მე მაქვს ფრანგული და შვეიცარიული კოვიდსერტიფიკატები. 2 დოზა „ფაიზერი“ და მე-3 დოზა „მოდერნას“ კოვიდვაქცინა. სამივე ვაქცინა გავიკეთე საფრანგეთში.
მატარებლებში კვება აიკრძალა. მატარებლის რესტორანი დაკეტილია. საკვების და სასმელის მიღება მატარებელში აკრძალულია. მე გადავედი უფრო ძლიერ პირბადეზე - FFP2 ევროპულ სტანდარტზე. ქირურგიული სამედიცინო პირბადე კარგია გარე სივრცეში სატარებლად, მაგრამ დახურულ სივრცეში სჯობს, FFP2 გამოიყენოთ“, - ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკპოსტში.