1745604507
ნახეთ იმ ადგილების სია, სადაც კოვიდით დაინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია

Virus Watch-მა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შესახებ ყველა სიახლეს დეტალურად იკვლევს, იმ ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც კოვიდით დაინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია.
ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
1. საყიდლებზე სიარულის დროს კოვიდით ინფიცირების რისკი 2.18%-ია.
2. სპორტული აქტივობების დროს - 1.36%
3. ავტობუსით მგზავრობისას - 1.31%
4. რესტორანსა და კაფეში ყოფნისას - 1.29%
5.ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმეჯერ გამოყენებისას - 1.28%
6. ბარსა და კლუბში ყოფნისას -1.28%
7. წვეულებაზე -1.27%
8. სპორტ დარბაზებში - 1.27%
9. ტაქსით მგზავრობისას - 1.19%
10. მატარებლის გამოყენებისას - 1.18%
კვლევა ჩატარებულია დიდ ბრიტანეთში კოვიდის „ომიკრონი“ შტამის გამოვლენამდე.