1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ომიკრონის“ სამიზნე, ექიმების განცხადებით, ძირითადად ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ადამიანები აღმოჩნდნენ. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ახალი შტამის სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.
„ომიკრონის“ სამიზნე აღმოჩნდა ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა, ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც ასე იქნება. ამის გამო ჰოსპიტალურ სექტორზე იქნება დიდი ზეწოლა“, - აცხადებს ჩხაიძე.