დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი
1728411315
შესაძლოა სწრაფმა ტესტმა, ომიკრონი დაინფიცირების პირველ დღეებში არ გამოავლინოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა „როიტერსი“ კვლევის წინასწარმა შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც "როიტერსი" წერს, ექიმი მაიკლ მინა განმარტავს, რომ ინფიცირებული, შესაძლოა, უკვე ავრცელებდეს ომიკრონს, როდესაც ვირუსი ყელსა და ნერწყვშია, თუმცა ამ პერიოდში კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყოს ცხვირში, ამიტომ სწრაფი ტესტის ჩხირი ვირუსს ვერ აფიქსირებს.
კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ medRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ PCR ტესტმა ვირუსი 3 დღით ადრე აჩვენა, სწრაფმა ტესტებმა კი - მოგვიანებით.
მაიკლ მინას განმარტებით, სწრაფი ტესტის ნეგატიურ პასუხს, უმეტესად, არ უნდა ვენდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დადებით შედეგს აჩვენებს, სანდოა.