ლიეტუვა

1731649566

ლიეტუვაში არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელთაც ანტისემიტიზმში ბრალდებული პირის პარტიასთან საპარლამენტო კოალიცია შექმნეს

ლიეტუვას პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 5 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები არჩევნებში გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელთაც საპარლამენტო კოალიცია შექმნეს პარტიასთან, რომლის ლიდერსაც ანტისემიტური განცხადებების გამო სასამართლო პროცესი ჰქონდა.„სოციალ-დემოკრატებმა“ 141-წევრიან პარლამენტში 86 ადგილი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც კოალიცია შექმნეს სხვა პარტიებთან.აქედან პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რემიგიუს ჟემაიტაიტისმა აპრილში პარლამენტის წევრის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტისემიტური პოსტებით ფიცი დაარღვია.ჟემაიტაიტისის სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო. მას ბრალად ედება „ებრაელების მიმართ მტრობისა და შეუწყნარებლობის გაღვივების მცდელობა“ და ლიეტუვაში ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინება.თავად ჟემაიტაიტისი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი პოსტები ანტისემიტური არ ყოფილა.ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კოალიციის შექმნა შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობაში არ დანიშნავს რემიგიუს ჟემაიტაიტის პარტიასთან დაკავშირებულ არცერთ პირს.

სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

1727166276

სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

საავტომობილო სრულყოფილების სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორსაც Lexus-ი. ასოცირებული ფუფუნებასთან, ინოვაციებსა და შეუდარებელ ოსტატობასთან, ის მუდმივად სცილდება საავტომობილო ინჟინერიის საზღვრებს. ამ თავდადების თვალსაჩინო მაგალითია ლექსუსის ახალი მოდელი - GX 550.  ის საზოგადოებას  ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, Lexus Kazakhstan-მა, Lexus Europe-მა და ტოიოტა კავკასიამ  წარუდგინეს.  პრეზენტაციას ესწრებოდა 25 მედია წარმომადგენელი და კონტენტ კრეატორი  საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.შეხვედრა საინფორმაციო თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო - დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოს გაცნობოდა GX-ის ინოვაციურ მახასიათებლებსა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს.  ღონისძიების მიმდინარეობისას,  ჩატარდა ე.წ . ტესტ დრაივიც. ტესტ დრაივის დროს მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ მათგანს თან პროფესიონალი გიდი, ექიმი და 14 ინსტრუქტორ-მძღოლი ახლდათ. სატესტო დრაივი 5 მარშუტს მოიცავდა.ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების საშუალება - სწორედ ესაა Lexus GX-ის შექმნის მთავარი იდეა. უნიკალური მართვის გამოცდილების შესაქმნელად, მოდელის ყოველი დეტალი  ზედმიწევნით, სრულყოფილებამდე არის მიყვანილი. ახალი GX 550-ი  უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ფართო დგომითა და ბორბლებს შორის გაზრდილი დისტანციით, ის  ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ტიპის გზაზე და მეტიც, აუმჯობესებს შიდა სივრცესა და საბოლოო ჯამში, კომფორტის დონეს მგზავრებისთვის.ნებისმიერი სირთულის დასაძლევად ახალი GX-ი  მრავალი  ისეთი სისტემითაა აღჭურვილი, როგორებიცაა:MULTI-TERRAIN-SELECT -  იგივე რელიეფის შესარჩევი სისტემა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს ეკრანზე სასურველი რელიეფის ტიპი შეარჩიონ - იქნება ეს ღორღი, ქვიშა, ტალახი თუ ღრმა თოვლი.  შერჩევის შემდეგავტომობილი  ძრავის სიმძლავრესა და დაკიდების სისტემას შესაბამის რელიეფს თავად მოარგებს. აღსანიშნავია ასევე განახლებული  KDSS სისტემა, რომელიც  გზის საფარის მიხედვით, სტაბილიზატორის ჩაკეტვას ან ჩახსნას ავტომატურად, ელექტრონულად უზრუნველყოფს.  ეს ყველაფერი ავტომობილის მართვის პროცესს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნო ხდის.არანაკლებ საინტერესოა CRAWL CONTROL და DOWNHILL ASSIST CONTROL ასევე ცნობილი როგორც ოფროუდ კრუიზ კონტროლი. ამ სისტემების გამოყენებით, მძღოლს შეუძლია სასურველი სიჩქარე (1-5 კმ/სთ) აარჩიოს, რის შემდეგაც ავტომობილი თავად ივლის შერჩეული სიჩქარით. და რაც ყველაზე მთავარია, დამატებითი დამუხრუჭებისა თუ აქსელერაციის გარეშე.წინა მოდელების მსგავსად, უსაფრთხოება GX 550-ის პრიორიტეტებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ამიტომაც მოდელი იყენებს Lexus Safety System+ 3.0-ს, რაც მძღოლების სიმშვიდის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა. Lexus Interface, 14 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანი კი მგზავრობის კომფორტულობასა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს.თაობების განმავლობაში Lexus GX-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლოდ იქცა. ლექსუს GX-ი გასცდა ინოვაციების საზღვრებს და დააწესა ახალი სტანდარტები ლუქს SUV სეგმენტისთვის. უკვდავი დიზაინით, მოწინავე ტექნოლოგიებითა და მძლავრი შესაძლებლობებით, ლექსუს GX 550 სამყაროს სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა.ნახეთ, როგორ შეაფასეს ლექსუსის ახალი მოდელი - ღონისძიებაზე მიწვეულმა  კონტენტ კრეატორებმა:ნიკა აბაშიძე:„ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. მთელი დღე გრძელდებოდა მოგზაურობა და ყველა დეტალი ისე იყო დაგეგმილი რომ იდეალურად იყო გათვალისწინებული ადამიანური ფაქტორები, რაც ძალიან რთული გასაკეთებელია“.ნინა ცქიტიშვილი:„აქამდე არ მქონია ლექსუსის მართვის გამოცდილება და  საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.  გარდა იმისა, რომ LexusGX 550 -ს ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს,  ის ძალიან კომფორტული და საოცრად რბილი სატარებელია. და რაც ყველაზე მთავარია, არის გამძლე. მისი საჭის მართვის დროს უსაფრთხოების  საოცარი განცდა გეუფლება. ის დაუვიწყარი თავგადასავლებისა და ფუფუნებისთვისაა შექმნილი“.გიორგი ისაკაძე:„2024 წლის Lexus GX იმ ფილოსოფიის გამგრძელებელია, რომლითაც ეს ავტომობილი იაპონური ავტოკონცერნის სამოდელო ხაზში პირველად გამოჩნდა, ჯერ კიდევ შორეულ 2002 წელს. მას შემდეგ, Lexus GX-მა რამდენიმე თაობა გამოიცვალა, დაიხვეწა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებელი იპოვა - ადამიანი, რომელსაც ავტომობილში, ძირითადად, კომფორტი, გამძლეობა და მაღალტექნოლოგიურობა მოსწონს, მაგრამ, არც ფიზიკურად და სულიერად დატვირთულ ოფროუდზე ამბობს უარს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი არც თუ ისე ცოტაა, რაზეც წლების განმავლობაში გლობალურად გაყიდული 600,000-მდე Lexus GX მიუთითებს.ამ ყველაფერში მე თავად დავრწმუნდი, როცა მონაწილება მივიღე ტოიოტა კავკასიის მიერ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ ღონისძიებაში ყაზახეთის  ქალაქ აქტაუში, სადაც ლექსუსის ახალ GX 550 მოდელს საზოგადოებისთვის ბევრი პატივსაცემი პიროვნებები გაეცნენ“.

დონალდ ტრამპი

1721904631

თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეძლებს ის ამერიკას გაანადგურებს - დონალდ ტრამპი

თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეძლებს ის ამერიკას გაანადგურებს, - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა პოტენციური კონკურენტის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში კამალა ჰარისის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცრუობდა, რომ ჯო ბაიდენს პირველი პირის მოვალეობების შესრულება შეეძლო.„კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაკომპეტენტური და ულტრა მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტია. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდ ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა. სამ წლინახევრის განმავლობაში ბაიდენის ყველა კატასტროფის უკან ულტრალიბერალური მამოძრავებელი ძალა სწორედ კამალა ჰარისი იყო. ჰარისი მთელი ამ ხნის განმავლობაში ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას და ჯო ბაიდენის ფსიქიკურ შეუთავსებლობას ფარავდა. ის რადიკალური მემარცხენე შეშლილია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს, თუკი ოდესმე თანამდებობის დაკავების შანსი მიეცემა. ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მოწყობილობამოწყობილობა

1719217393

მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მძიმე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გამოცადა თავის ქალაში ჩამონტაჟებული ახალი მოწყობილობა ეპილეფსიური შეტევების გასაკონტროლებლად.ნეიროსტიმულატორმა, რომელიც აგზავნის ელექტრულ სიგნალებს ტვინის სიღრმეში, ორან ნოულსონის დღიური კრუნჩხვები 80%-ით შეამცირა.პაციენტის დედამ, ჯასტინმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფრო ბედნიერია და „ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდა“.ოპერაცია ლონდონის „Great Ormond Street“ –ის საავადმყოფოში, ოქტომბერში ჩატარდა. ამ პერიოდში პაციენტი 12 წლის იყო.ორანს აქვს ლენოქს-გასტაუს სინდრომი, ეპილეფსიის მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმა, რომელიც მას სამი წლის ასაკში განუვითარდა. მას ყოველდღიურად, 20-დან 100–მდე შეტევა ემართებოდა.ორანის დედამ ოპერაციამდე ისაუბრა, თუ როგორ დომინირებდა ეპილეფსია მისი შვილის ცხოვრებაზე: „ამ დაავადებამ მას მთელი ბავშვობა წაართვა“.მან აღნიშნა, რომ ორანს შეტევები სხვადასხვა ფორმით ჰქონდა, მათ შორის დაცემითა და გონების დაკარგვით. ზოგჯერ სუნთქვას წყვეტდა და საჭირო ხდებოდა მისი სასწრაფო რეანიმაცია.გარდა ეპილეფსიისა, ორანს ასევე აქვს აუტიზმი და ADHD, მაგრამ ჯასტინი ამბობს, რომ ეპილეფსია მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა: „მე მყავდა ჯანმრთელი სამი წლის ბავშვი, შეტევების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და დაკარგა ბევრი უნარი“.

იენ მაკკელენი

1718694877

იენ მაკკელენი ლონდონის თეატრში სცენიდან გადავარდა

მსახიობი იენ მაკკელენი ლონდონის თეატრში სცენიდან გადავარდა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, 85 წლის მსახიობი ნოელ კაუარდის თეატრში პიესაში „მოთამაშე მეფე“ თამაშობდა. ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდისას მას ფეხი დაუცდა და სცენიდან სწორედ ამ დროს გადავარდა.ის კლინიკაში გადაიყვანეს. დადგმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მსახიობს ტრავმა არ მიუღია და ის მალე გამოჯანმრთელდება.

მილი ბობი ბრაუნი ჯეიკ ბონ ჯოვი

1717077300

მილი ბობი ბრაუნი ჯეიკ ბონ ჯოვიზე დაქორწინდა

ცოტა ხნის წინ ცნობილმა მუსიკოსმა, ჯონ ბონ ჯოვიმ დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჯეიკ ბონ ჯოვი, მილი ბობი ბრაუნზე დაქორწინდა. ჯონ ბონ ჯოვიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა და ცერემონიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.ნიშნობის შესახებ მილი ბობი ბრაუნმა გულშემატკივრებს 2023 წლის აპრილში, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით შეატყობინა.მილი ბობი ბრაუნი ეკრანზე მცირეწლოვანი ასაკიდან გამოჩნდა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარულობა 2016 წელს გამოსულმა სერიალმა,Stranger Things-მა, მოუტანა. სერიალში 12 წლის მილიმ ილევენის როლი მოირგო და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა.სერიალის შემდეგ მილის წარმატება ენოლა ჰოლმსის ორ ფილმში შესრულებულმა მთავარმა როლმაც მოუტანა. მსახიობი მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს, Florence By Mills-ის დამაარსებელი და მფლობელია.

ნოლანდ არბო

1716365098

Exclusive: ინტერვიუ მსოფლიოში პირველ ადამიანთან, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს

რამდენიმე თვის წინ ილონ მასკმა და მისმა ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ - „ნეურალინკმა“ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. 30 იანვარს მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველად ჩანერგა ადამიანის ტვინში. ამ წამოწყების მიზანი კი ის იყო, რომ  პარალიზებულ პაციენტებს აზროვნების ძალით ციფრული მოწყობილობების კონტროლი შესძლებოდათ.  ეს ასეც მოხდა. ჩვენ ვიხილეთ უჩვეულო და დაუჯერებელი კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ თამაშობდა გონების საშუალებით ჭადრაკსა და ვიდეო თამაშს მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში მიკროჩიპი ჩაუდგეს.  პაციენტის სახელი და გვარი ნოლანდ არბოა. მას პარაპლეგია ანუ კიდურების დამბლა აქვს. დაივინგის დროს მიღებული ტრავმის გამო ის მხრებს ქვემოთ სრულიად პარალიზებულია. თუმცა, მიკროჩიპმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ თემაზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნინი ტაველიძე ნოლანდ არბოს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც რესპონდენტი ჰყევბა, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავდა თავის ტვინში ჩიპის ჩანერგვა და რა შედეგებს გამოიწვევდა ის... „სიმართლე გითხრათ „ნეურალინკისა" და მისი ამ წამოწყების შესახებ თავიდან არაფერი ვიცოდი.  ერთ დღეს ჩემმა კოლეჯის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ილონ მასკის კომპანია ტვინის ჩიპების ადამიანებზე  გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებდა და რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში დამხმარებოდა.  წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა თავის ტვინში ჩიპის ჩანერგვა და რა შედეგებს გამოიწვევდა ის... თუმცა, ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მივხვდი, რომ ცდად ღირდა და მეც გავრისკე.  აპლიკაცია  შევავსე და  გავაგზავნე - დამიკავშირდნენ.  რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ  ანალიზსა და ტესტირებას მიტარებდნენ, დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ვატარებდი. ერთხელაც ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ორგანიზმი მზად იყო ექსპერიმენტისთვის.  უკვირთ ხოლმე როცა ვამბობ, რომ საერთოდ არ შემშინებია..  მოსამზადებელი თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ  ამ პროცესში პროფესიონალი ექიმები, მედდები, მეცნიერები და ექსპერტები იყვნენ ჩართულები.  მე მჯეროდა მათი და მჯეროდა ღმერთის.. მწამდა, რომ მას საუკეთესო რამ ჰქონდა ჩემთვის მომზადებული..  ჩემს ოჯახსა და მეგობრებს ეშინოდათ, მაგრამ ისინი გვერდით დამიდგნენ.  - ასე გავხდი მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც ტვინში მიკროჩიპი ჩაუდგეს...“ როდესაც ნოლანდ არბოს ვიდეოები ინტერნეტსივრცეში პირველად გავრცელდა - ამან საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა.  ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუ  რას ნიშნავდა ტვინის მიკროჩიპი, როგორ ხდებოდა მისი განთავსება  შესაბამის ადგილას და როგორ გარდაქმნიდა ის ადამიანის ფიქრებს ქმედებებად.    „ეს მიკროქირურგული ტვინის ოპერაციაა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება. ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ოპერაცია ნეურალინკის მიერ შექმნილმა რობოტმა ჩამიტარა.  მან მიკროჩიპი ტვინის იმ უბანში განათავსა, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. მიკროჩიპი მონეტის ზომისაა.  ოპერაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როცა გავიღვიძე არანაირი დისკომფორტი არ მქონია, ვერც კი ვგრძნობდი, რომ ჩემი ტვინის ერთ უბანში მიკროჩიპი იყო განთავსებული. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - მიკროჩიპზე განთავსებულია ბლუთუზი, რომელსაც ნეურალინკის მიერ შექმნილ სპეციალურ აპლიკაციას ვუკავშირებ. მას შემდეგ, რაც  აპლიკაციასთან დაკავშირება ხდება - ჩიპი ტვინის უბნების გააქტიურებას იწყებს, განსაკუთრებით იმ უბნების, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. ეს ყველაფერი კი მეხმარება ჩემი ფიქრები მოქმედებაში გადმოვიტანო.. მაგალითად: გავამოძრავო კომპიუტერის მაუსი,  დავწერო ტექსტი, გავაგზავნო ელექტრონული შეტყობინება, მივმართო ონლაინ შოპინგს ან ვითამაშო კომპიუტერული თამაშები",- ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში ნოლანდ არბო.  აშშ-ის მთავრობამ Neuralink-ს მეორე მოხალისისთვის ჩიპის ჩანერგვის ნებართვა მისცა. კომპანია მსურველს ეძებს.  მართალია, ამ წამოწყების პირველი სამიზნე პარალიზებული პაციენტები არიან, თუმცა ილონ მასკსუფრო ამბიციური გეგმა აქვს.მას სურს, რომ მსგავსი მიკროჩიპების იმპლანტაციის დახმარებით ისეთი დაავადებების განკურნება გახდეს შესაძლებელი, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, აუტიზმი, დეპრესია და შიზოფრენია.

თმა

1711390496

რომელი ვიტამინები დაგეხმარებათ თმის აღდგენაში

შემოდგომაზე და ზამთარში თმა ხშირად განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.თმის აღდგენის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის ჰორმონალური პრეპარატების მიღება, თმის გადანერგვა და სხვა. თუმცა, საკვებმა დანამატებმა და ვიტამინებმა შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს თმაზე.მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის ბიოტინი (B7), ნიაცინი (B3) და პანტოთენის მჟავა (B5). ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას თავის კანში და ასევე ხელს უწყობენ თმის ზრდას და გაძლიერებას. გარდა ამისა, სასარგებლოა თმისთვის ვიტამინები D3 და A1, რაც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და იცავს თმას დაზიანებისგან. Სასარგებლოა რკინა, ომეგა -3ცხიმოვანი მჟავები და თუთია.რკინა, რკინის ფუმარატის სახით, მონაწილეობს ჟანგბადის გადატანაში თმის ფოლიკულებში და ასტიმულირებს მათ ზრდას. ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც გვხვდება თევზის ქონში და ზოგიერთ მცენარეულ ზეთში, ხელს უწყობს თავის თმიანი ნაწილის კანის დატენიანებას და თმის გაძლიერებას, რაც მას ნაკლებად მტვრევადს ხდის. ყველა ქალს სურს, მომხიბლავი და სასურველი იყოს. მოვლილი თმა და გემოვნებით შერჩეული ვარცხნილობა ის შტრიხია,რომელიც ქალის გარეგნობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. აბსოლუტურად ჯანმრთელი თმა ალბათ არ არსებობს.სამაგიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც მას ბზინვარებასა და სილამაზეს დაუბრუნებს.აი, რამდენიმე კითხვა, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ქალებს:თმას მუდმივად ვიუფერულებ. გამაუფერულებელმა საშუალებებმა ღერები გამოაშრო, გაახუნა და ისე გააუხეშა, რომ ვეღარც კი ვივარცხნი. როგორ მოვიქცე?– ამ შემთხვევაში კომპლექსური მოქმედებაა საჭირო: შამპუნი, ბალზამი, თმის ტიპის შესატყვისი ნიღაბი. ისინი თმის ღერებს ელასტიკურობას დაუბრუნებს და შეამცირებს მექანიკური დაზიანების (ბოლოების გახლეჩის და ა.შ.) რისკს. დაივარცხნეთ ჯაგრისით ან ფართოკბილება სავარცხლით ნელა, დაიწყეთ ბოლოებიდან და თანდათან ძირებისკენ გადაინაცვლეთ.ამბობენ, რომ ხშირი ბანა თმას აცხიმიანებს. რამდენად მართალია ეს?– თმას აცხიმიანებს კანის ცხიმი, რომელიც ცხიმოვან ჯირკვლებში წარმოიქმნება. უნდა შეიძინოთ შამპუნი ცხიმიანი კანისა და თმისთვის, უარი თქვათ კრემისებრ ბალზამზე და მის ნაცვლად აეროზოლი გამოიყენოთ..ვრცლად

savarjiSoa

1708875083

1-წუთიანი ტექნიკა, რომელიც მყისიერად გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან

ზოგიერთ ადამიანს კარგად ეხერხება საკუთარი ემოციების ამოცნობა და საკუთარი თავის დამშვიდება. თუმცა, ზოგიერთ ჩვენგანს არ გააჩნია ეს საოცარი უნარი და ნაცვლად ემოციების გამოხატვისა, მათი ჩახშობითაა დაკავებული. აი ეს კი, ყველაზე საშინელი თვისებაა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.რატომ?იმიტომ, რომ ჩვენი სხეული ინახავს ემოციებს. მთელი ეს ბრაზი და წყენა ჩვენს სხეულში ილექება. თუ არ გათავისუფლდებით ნეგატიური ემოციებისგან, ის თქვენს სხეულში სამუდამოდ დარჩება და შედეგად, ფიზიკური ტკივილის სახით შეგახსენებთ თავს.მნიშვნელოვანია ისწავლოთ მათი გამოშვება, მათი შეგრძნება, მაშინაც თუ ფიქრობთ, რომ ეს საერთოდ არ დაგეხმარებათ.  მარტივი, 1-წუთიანი ტექნიკაეს ტექნიკა ფართოდაა გავრცელებული კატმანდუში - მას კუნდალინის მედიაციას უწოდებენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მას „რხევა“ დავარქვათ, რადგანაც, ამ ტექნიკას ძალიან შეესაბამება. ის გავრცელებულია ველურ ბუნებაშიც - ცხოველები, მას შემდეგ, რაც ლომის თავდასხმას გადაურჩებიან, ძლიერად ირხევიან და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ გზას.დაგვერწმუნეთ, ეს ძალზე ეფექტური ტექნიკაა, რომელიც ნებისმიერი ნეგატიური ემოციისა თუ დაძაბულობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. აი, როგორ კეთდება:გამოყავით მხოლოდ 1 წუთიფეხზე დადექით, მოადუნეთ მხრები და დახუჭეთ თვალები.მზად ხართ?შეანჯღრიეთ სხეული.ნუ შეაფერხებთ საკუთარ თავს. იგრძენით თავისუფლება. იმოძრავეთ.გააგრძელეთ რხევა. არ გაჩერდეთ.თუ საჭიროა შეისვენეთ, მაგრამ კვლავ განაგრძეთ თავისუფალი რხევა.შეანჯღრიეთ საკუთარი თავი, გამოუშვით ყველაფერი ცუდი.თავდაპირველად, შესაძლოა თავი უცნაურად იგრძნოთ, მაგრამ არ გაჩერდეთ.კიდევ, 10 წამი დარჩა.10…9…8…7…6…5…4…3….2…1..ასევე ნახეთ:არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვებიბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები - ნახეთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მაკარონი

1708155442

დასტურდება, რომ მაკარონი არ ასუქებს - კვლევა

იტალიელებისთვის საყვარელი პასტა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განთქმულია და ბევრს უყვარს. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პასტა სულაც არ იწვევს წონის მატებას.მიუხედავად იმისა, რომ მაკარონი შეიცავს ნახშირწყლებს, ასევე ის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და თუთიის კარგი წყაროცაა და რეალურად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაგეხმარებათ წონის მართვასა ან დაკლებაში.მეცნიერებმა ლიზა სანდერსმა და ჯოან სლავინმა გააანალიზეს და შეაჯამეს 38 კვლევა თეთრი მაკარონის მიღებასა და სხეულის წონის დამოკიდებულებას შორის. მათ შორის, შეისწავლეს მისი გავლენა მადასთან დაკავშირებულ ჰორმონებზე და გლიკემიურ რეაქციაზე.„მიუხედავად იმისა, რომ პასტა ითვლება როგორც „გამსუქებელი“ საკვები, ამჟამინდელი დაკვირვების შედეგებით დგინდება, რომ მაკარონი ზოგადად არ არის დაკავშირებული სხეულის წონის მატებასთან და შესაძლოა საპირისპიროდ იყოს დაკავშირებული BMI ინდექსთან ან მუცლის სიმსუქნესთან“.ამიტომ შეგვიძლია თამამად მოვამზადოთ მაკარონისგან ნაირ-ნაირი კერძები და გემრილადაც მივირთვათ.იგივე აზრს ადასტურებს მეორე კვლევის შედეგებიც, რომელიც იტალიაში 2016 წელს ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ მაკარონს, რეალურად აქვთ სხეულის მასის უფრო მცირე ინდექსი (BMI), ვიდრე მათ, ვინც არ მიირთმევენ.მთავარი, რის გათვალისწინებასაც გვთხოვენ მკვლევრები, ულუფის ზომაა, უფრო სწორად, ზომიერად მირთმევა.ასევე ნახეთ:როგორი ნივთების შენახვა არ შეიძლება სამზარეულოს უჯრებშირომელი თილისმა უნდა ატაროთ კვირის დღეებში, რომ იღბალი მოიზიდოთ

ჭურჭელი

1704645870

შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს... - რატომ არ უნდა გარეცხოთ სტუმრად მისულმა ჭურჭელი

ზოგჯერ თავაზიანი ადამიანები მასპინძლებს სუფრის გაშლაში და ჭურჭლის რეცხვაში დახმარებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, დახმარების სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ძველად სჯეროდათ, რომ სახლში სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს. ბებიების წარმოდგენით, სამზარეულოში ეს საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გააკეთონ. მათი აზრით, ჭურჭელზე უცხო ადამიანის ენერგია გადადის და შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. უფროსები თვლიდნენ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება, ჭურჭელზე არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ენერგია და ზრახვები გადაიტანოს, არამედ წყალს გაატანოს და „გარეცხოს“ ოჯახის ბედნიერება, ფინანსური სარგებელი და კეთილდღეობა. ამიტომაც, სტუმრად მისულ, შედარებით უცხო ადამიანებს ჭურჭლის გარეცხვის უფლებას არასდროს აძლევდნენ.ვის შეუძლია თქვენს სახლში, ოჯახის წევრების გარდა, ჭურჭლის გარეცხვა?* დასაქორწინებელ გოგონას - ითვლება, რომ მას ოჯახში ბედნიერება და მატება შემოაქვს* ოჯახის ახლო მეგობრებს - მათ, სავარაუდოდ, თქვენ მიმართ კეთილი განწყობა აქვთ და დადებითი ემოციები შემოაქვთ. * ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გენატრებოდათ - ითვლება, რომ ეს ახალ შეხვედრებსა და მოგზაურობებს მოგიტანთ.ვის არ შეუძლია თქვენს სახლში ჭურჭლის გარეცხვა?*დედამთილს რძლის ოჯახი - წინაპრებს სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში ჩხუბსა და დაპირისპირებას გამოიწვევს*თუ სტუმარი ჭურჭლიან ნიჟარაში ხელს გადაიბანს - ეს ნიშნავს, რომ ოჯახში შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. *თუ სტუმრად მოსული გათხოვილი ქალი დანებსა და ჩანგლებს გარეცხავს - ოჯახში მამაკაცები იჩხუბებენ, ან კიდევ ღალატი იქნება.რა უნდა გააკეთოთ, თუ სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი გარეცხა?წინაპრებს სჯეროდათ, რომ აუცილებელია, გარეცხილი ჭურჭელი მალევე თავიდან გაავლოთ. ამ გზით, ისინი ისევ ,,მშობლიურ“ ენერგიას დაიბრუნებენ. აღსანიშნავია, რომ ეს წესები ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე არ ვრცელდება. სტუმრად მოსულ ადამიანს შეუძლია, ჭურჭელი იქ განათავსოს და უკვე გარეცხილი აიღოს.წყაროასევე ნახეთ:2024 წლის იანვრის მაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი - დასახელებულია თვის ყველაზე საშიში დღეებირომელ თითზე ატარებთ ბეჭედს - სირთულეების გადალახვის უნარის გამოცდა

გოზინაყი

1704361740

როგორ შევინახოთ გოზინაყი მარტივად - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

გოზინაყის მოყვარულებო, შეერთდით! გამოცდილი მეთოდები დიასახლისებისგან, თუ როგორ შევინახოთ გოზინაყი, რომ ახალი წლის შემდეგაც მივირთვათ. 1.„რომ დაჭრი, ჯერ უკუღმა დადე, შემდეგ ამოაბრუნე და აღარ დაეკრობა -კალკის ქაღალდი დაუყოლე და თუნდაც თეფშზე, ან რაიმე დაცული ყუთი თუ გექნებათ“ - თამარ თივათელიძე 2.„პროდუქტის შესახვევი თხელი ცელოფანი გაშალეთ, დადეთ 5 - 6 ნაჭერი, დააწყვეთ ერთ ხაზზე. გადაახვიეთ. ისევ დააწყვეთ მეორე ფენად, ისევ გაახვიეთ და ასე ბოლომდე რულეტივით გადაახვიეთ. ძალიან კარგად ინახება და ადგილსაც არ იკავებს“ - ქეთევან კახეთელიძე...წაიკითხეთ ვრცლადასევე ნახეთ:VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი„ყინულის ქვეშ მოქცეული, განწირული ვფართხალებდი... ჩემმა მფარველმა ანგელოზმა დახრჩობას გადამარჩინა“ - კიდევ ერთი სასწაულის ამბავი