ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
„12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, დაბალია ისევე, როგორც მთელ მოსახლეობაში. პრაქტიკულად, ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სახლი, ეს ეხება სკოლასაც, რადგან სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს", - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
"ერთი, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდეს მსუბუქად. დიახ, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.