ვიდეოები

4 აპრ 12:32

VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

პარლამენტის ფოიე

31 მარ 16:50

ამ დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება - რა წერია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი.პროექტის თანახმად, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში სასჯელი გამკაცრდება და დამრღვევ პირს ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.ცვლილება ასევე შედის იმავე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით.პროექტის თანახმად, ნაცვლად ტერმინისა "ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რომელიც შინაარსობრივად საკმაოდ ვიწრო ცნებაა, ხდება ახალი ტერმინების შემოტანა - "მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა" და "დიდი ოდენობით უკანონო დამზადება".მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, რამაც თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება.წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხვა სიახლეები

საქართველოს პირველი არხი

პოლიტიკა 15 წუთის წინ

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში ჩართული თანამშრომლების მიმართ დაწყებული დისციპლინარული წარმოების შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პირველი არხი ინფორმაციას ავრცელებს.„რამდენიმე თვის განმავლობაში ამ პროცესში ჩართულ თანამშრომელთა მცირე ნაწილის მხრიდან გამოვლინდა მათსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების, მაუწყებლის თანამშრომელთა ორგანიზაციული სახელმძღვანელოს (შრომის შინაგანაწესის), ასევე შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის, ანალიტიკური პროგრამების, თუ სოციალური თემატიკის გადაცემების წამყვანებსა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ როგორც აუდიტორიის, ასევე ორგანიზაციის წინაშე. ჟურნალისტის პროფესია თავის თავში აერთიანებს ჟურნალისტის არა მარტო უფლებებსა და თავისუფლებას, არამედ ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მედიასაშუალებისათვის, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გადაცემების/პროგრამების წამყვანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების მხარედ, რაც გამორიცხავს, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის ან/და მისი, როგორც წამყვანის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.გასათვალისწინებელია ის, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ.მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები.მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კახიანი

პოლიტიკა 15 წუთის წინ

გიორგი კახიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს მათი დასკვნის ფეხქვეშ გათელვას

ჩვენ მსგავსი არა ერთი რეზოლუცია ვნახეთ, რომელშიც თავმოყრილი არის სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო კონკრეტული ფაქტები. ეს რეზოლუცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას გამოეხმაურა.კახიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ოდირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო და ამის მიუხედავად, ევროსაბჭოში მაინც მიიღება ისეთი რეზოლუციები, სადაც საუბარია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, ეს ნიშნავს, ეუთო/ოდირის „დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას“.„ამ რეზოლუციაში ვნახეთ, რომ საუბარი არის ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ეუთო/ოდირი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ევროპული ინსტიტუცია არჩევნებთან მიმართებაში, ოდირის დასკვნა გვახსოვს, როდესაც მან თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს შენივე ინსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას. მგონი ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ იმიტომ, რომ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან როდესაც საუბარია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიღება ზოგადად ევროპულ ინსტიტუციებს აზიანებს და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ძალიან უარყოფით განწყობებს წარმოშობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ტრამპი

მსოფლიო 17 წუთის წინ

ტრამპი: რუსეთმა უნდა იმოქმედოს - ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ და უაზრო ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.„რუსეთმა უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება - ათასობით კვირაში - საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ალიევი/კობახიძე

პოლიტიკა 19 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა 37 წუთის წინ

ფეხებზე დაიკიდეს, არაფრად ჩააგდეს მათივე ინსტიტუციის, ეუთო/ოდირის შეფასებები, რომლებმაც პირდაპირ აღიარეს არჩევნები - ალუდა ღუდუშაური ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

ჩვენ, ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი იმიტომ არ გაგვიკეთებია და იმიტომ არ გვინდა ევროპული არჩევანი, რომ მოვისმინოთ ან ვნახოთ ისეთი ქმედებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება უსამართლო და ფუნდამენტშივე საწინააღმდეგო თვითონ ევროპის კავშირისა. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა და ევროპის კავშირი? - იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანობა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაზე საუბრისას, გადაცემაში "დღის ქრონიკა" განაცხადა.როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ევროსაბჭომ, აღნიშნული რეზოლუციით, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნებია მოთხოვნილი, საკუთარი ინსტიტუცია, ეუთო/ოდირი, "გათელა და ფეხებზე დაიკიდა", ვინაიდან, ეუთო/ოდირმა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები აღიარა და ლეგიტიმურად ცნო."ფუნდამენტური ევროპა არის სწორედაც სამართლიანობის ფესვებზე დაფუძნებული და დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს - ფეხქვეშ იქნა გათელილი და ფეხებზე დაიკიდეს ეუთო/ოდირის, მათივე ინსტიტუციის შეფასებები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, დოკუმენტურად არსებობს და ვერ გაქრება, რომ მათ პირდაპირ აღიარეს, ლეგიტიმურად ცნეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები. დღეს ვხედავთ, რომ [ევროსაბჭომ] მათივე ინსტიტუცია უბრალოდ ფეხქვეშ ამოიდეს, გათელეს, საერთოდ არაფრად ჩააგდეს და ამის საპასუხოდ, მიიღეს გაუგონარი გადაწყვეტილება, რომ თურმე, ითხოვენ ახალ არჩევნებს. ამჯერად, მინდა ვუთხრა ჩვენს ბრძენ ქართველ ხალხს, რომ ეს ერთადერთ რამეზე მიუთითებს - "დიფ სთეითის" წარმომადგენლებისა და მათი მეხოტბეებისთვის მისაღები დემოკრატიული არჩევნები იქნება მხოლოდ ერთადერთი არჩევნები - სადაც, კომისიაზე მოსმენილი, ტირანიისა და არაადამიანობის ჩამდენი "ნაციონალური მოძრაობა" - ეს რეჟიმი იქნება თურმე ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ეს თავსებადი ვერც საქართველოს ინტერესთან იქნება და ვერც ქართველი ხალხის ინტერესთან და მის არჩევანთან იქნება თანხვედრაში და რა თქმა უნდა, მას საერთო არ ექნება არც ნამდვილ ევროპულ ღირებულებასთან და არც დემოკრატიასთან. შესაბამისად, წყლის ნაყვაა ეს ყველაფერი. მორიგ ჯერზე ურტყამენ თავიანთ ევროპულ ღირებულებას რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ნამდვილად გულსატკენია, რომ ასეთ მდგომარეობამდეა მისული ევროპა, რომ მისი წარმომადგენლები - რა თქმა უნდა, მთლიანად ევროპას და იქ მცხოვრებ ადამიანებს არ ეხება, ეს ეხება ვიწრო ჯგუფს, რომლებიც დღენიადაგ ანადგურებენ ევროპულ ღირებულებას." - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.მისივე შეფასებით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენი ბოროტი, მოკეკლუცე, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ოპოზიცია ხბოს აღტყინებით ხვდება, რაც აბსოლუტურად სამარცხვინოა და ეს მდგომარეობა მათ აკნინებს."