„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია
1744747439
ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ გვაქვს სავაჭრო პარტნიორობა. ეს ჩვენი ხედვის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის მეთაურის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შესაბამისად, აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით.
„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელ მსოფლიოსთან. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხედვა.
ამასთან, უვიზო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 50 ქვეყანასთან. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური პარტნიორობაც. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონში არსებობს კონფლიქტებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ, სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი.
უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად ქვეყანა საკმაოდ კარგად მიდის წინ. 2021 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებლია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.