1744879827
მადონა და ელტონ ჯონი მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ შერიგდნენ

მას შემდეგ, რაც მადონა Saturday Night Live-ზე (SNL) გამოჩნდა, ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონი და სუპერვარსკვლავი მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ შერიგდნენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ელტონ ჯონმა მადონა ფონოგრამის გამოყენებაში არაერთხელ დაადანაშაულა. მადონას წარმომადგენლებმა ეს ბრალდება უარყვეს. დაპირისპირება ორ ვარსკვლავს შორის 2004 წელს დაიწყო.
„პირველი, რაც მან მითხრა იყო: „მაპატიე“ და კედელი ჩვენს შორის ჩამოინგრა“, - დაწერა მადონამ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ის ელტონ ჯონის თაყვანისმცემელი იყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ძალიან განიცდიდა, რომ ადამიანი, რომელიც მისი შთაგონების წყაროდ იქცა, მის მიმართ ცუდად იყო განწყობილი.
მადონამ თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს შერიგება მუსიკალური პარტნიორობის დასაწყისი გახდეს.
„,მან მითხრა, რომ ჩემთვის სიმღერა დაწერა და უნდა თანამშრომლობა“, - აღნიშნა მადონამ.