ტიფანი ტრამპი და მაიკლ ბულოსი ბიჭის მშობლები გახდებიან

ტიფანი ტრამპი და მაიკლ ბულოსი

 აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ტიფანი ტრამპი და მისი ლიბანელი მილიარდერი მეუღლე მაიკლ ბულოსი ბიჭის მშობლები გახდებიან.

წყვილმა ორიგინალური სქესის გაგების ცერემონიალი ფლორიდაში მოაწყო.

„ტიფ, შენ ყველაზე მშვენიერი დედა იქნები. შენი პატარა უკვე ყველას ძალიან უყვარს და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ შენ გვყავხარ. მიყვარხარ“, - წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი ივანკა ტრამპი.