1744999770
ტრამპი: რუსეთმა უნდა იმოქმედოს - ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ და უაზრო ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.
„რუსეთმა უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება - ათასობით კვირაში - საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.