ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპ-ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.

ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა, ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა.

ოქროს ბურთი 2025. TOP10

რაფინია (ბარსელონა) – 2.20ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00კილიან მბაპე (რეალი) – 8.00რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00პედრი (ბარსელონა) – 15.00ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00ვინისიუსი (რეალი) – 41.00ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00