ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.
მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,- ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ
„11 აპრილიდან ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.
ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.