19 წლის ჩინელი ქალი სამსახურის ტუალეტში ცხოვრობს, სადაც ქირის სახით ყოველთიურად 7 დოლარს იხდის - ნახეთ ფოტოები

ჩინელი ქალი

19 წლის ჩინელი ქალი სამსახურის ტუალეტში ცხოვრობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ის ამისთვის ქირის სახით თვეში 7 დოლარს იხდის. 

როგორც თავად ამბობს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცალკე აპარტამენტის ქირაობისთვის სამყოფი თანხა არ აქვს. ამიტომ, უფროსს სთხოვა, რომ სამსახურის ტუალეტში ეცხოვრა. 

„მან შემომთავაზა, რომ წყლისა და ელექტროენერგიისთვის,  ყოველთვიურად 7 დოლარს გადამიხდიდა. მე უარი ვუთხარი, თუმცა, ის ამას მაინც აკეთებს",- ამბობს გოგონას უფროსი.