Puff Daddy-ის სკანდალი გრძელდება - მის წინააღმდეგ ჩვენებას კასანდრა ვენტურა მისცემს

კასანდრა და შონ დიდი

კასანდრა „კესი" ვენტურა მისი ყოფილი პარტნიორის,  შონ დიდი ქომბსის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა „ფიფოლი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ვენტურა ამჯერად საკუთარი სახელისა და გვარის დამალვას არ მოერიდება და Puff Daddy-ის წინააღმდეგ საჯაროდ მისცემს ჩვენებას. 

როგორც „ფიფოლი" წერს, ადრე სასამართლო დოკუმენტებში ვენტურა მოხსენიებული იყო როგორც მსხვერპლი #1-ი. 

შეგახსენებთ, რომ   რეპერის ყოფილმა შეყვარებულმა - კესი ვენტურამ Diddy ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ემოციურ ძალადობაში ამხილა. მას შემდეგ, რაც ვენტურამ სასამართლოს მიმართა, რეპერის წინააღმდეგ სამხილების შეგროვებაც დაიწყო, მოგვიანებით კი ერთ-ერთი სამხილის გასაჯაროებაც მოხდა. CNN-მა ვიდეოგამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევს სასტუმროს დერეფანში რეპერი ვენტურას და სასტიკად სცემს ლიფტის წინ.

 Hollywood-ში ვარაუდობენ, რომ Diddy-ის მიმართ ფედერალური ბიუროს ინტერესი სწორედ ვენტურას მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა და რეპერის ცხოვრების მოკვლევაც აქტიურად დაიწყო. 2024 წლის მარტში რეპერის სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ამოიღეს ვიდეო მასალა, იარაღი, უამრავი Baby oil (რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ და რეპერი მსხვერპლს ასე აკონტროლებდა), ლუბრიკანტისა და სექს სათამაშოების აურაცხელი რაოდენობა.

მუსიკოსის წინააღმდეგ, რომელსაც უმეტესობა puff daddy-ის სახელით ვიცნობთ, საქმე 3 ფედერალური დანაშაულის გამოა აღძრული: სექს-ტრეფიკინგი, რეკეტი (RICO charges) და პროსტიტუციაში ადამიანების იძულებით ჩართვა. თავად რეპერი კი ბრუკლინის ციხეში, გისოსებს მიღმა იმყოფება.

შონ დიდი ქომბსის სასამართლო პროცესი 12  მაისს გაიმართება.