რობერტ პატინსონი Dior-ის ჩვენებაზე კაბით გამოჩნდა

რობერტ პატინსონი

ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ დიორის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას სხვა ვარსკვლავებთან ერთად Twilight-ისა და ბეტმენის ვარსკვლავი რობერტ პატინსონიც დაესწრო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჩვენებაზე რობერტს თავისი ჩვეული სტილისგან განსხვავებული სამოსი ეცვა - მსახიობმა ლურჯ ქვედაბოლოს ფუმფულა ქურთუკი და შავი ჩექმები შეუხამა და ყველას ყურადღებაც მიიპყრო.

რობერტ პატინსონი იშვიათი შემთხვევა და გამონაკლისი ნამდვილად არაა: ივლისში ბრედ პიტი Bullet Train-ის პრემიერაზე კაბა ამაყად მოიხდინა და მისივე 1999 წლის ფოტოსესია გაგვახსენა Rolling Stone-ისთვის. კაბების სიყვარულით მომღერალი ჰარი სტაილსიც ცნობილია.