"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი
1773252558
ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვის საწოლში საბნები და ბალიშები საშიშია.
ბავშვმა, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, ძილში დაიწყო ტრიალი და საბანში აიხლართა. პატარა თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და კიდევ უფრო გაიხლართა საწოლში ჩაყრილ ნივთებში, რომელიც თავზეც შემოეხვია. ბავშვმა ტირილი დაიწყო. დედამ ხმა გაიგო და საშველად მოვიდა.
მშობლები ვიდეოს გამოქვეყნებით აფრთხილებენ, ყველას , ვისაც სახლში პატარა ჰყავს, რომ ზედმეტი ნივთი საწოლში არ უნდა იყოს.