ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
სანამ ტიკტოკი და ფეისბუკი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა და სანამ სლენგი - ბლოგერი და ინფლუენსერი დამკვიდრდებოდა, ქართველები Одноклассники-სა და Youtube-ს საკუთარი თავების წარმოსაჩენად აქტიურად იყენებდნენ.
წლების წინ, სწორედ ამ ორ პლატფორმაზე გამოჩნდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირიც. ქეთი ქველაძე სოციალური ქსელის მომხმარებელმა 17-18 წლის ასაკიდან გაიცნო.
მისი კონტენტი, განსაკუთრებით იმ დროს, საკმაოდ თამამი იყო და რა თქმა უნდა, ქუთაისელი გოგოს, მეტსახელად კაკუს გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა.
ქეთის ვიდეოების გადაღებაში ეხმარებოდა „ბებო“, მოგვაინებით გაირკვა, რომ ეს ბებო, რელაურად დედა ყოფილა.
დღეს უკვე თავად სამი შვილის დედა, ძლიერი და საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ქალია. დანარჩენს თავად მოგვიყვება.
ქეთი ქველაძე: „პირველად ოდნაკლასნიკებზე“ დავდე ვიდეო, გამოხმაურებას არ ველოდი, უბრალოდ ჩემთვის ვერთობოდი, თუმცა, ახლა გახსენება არ მინდა (იცინის). მეორე დღეს, ქუჩაში ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი ვიდეო ნახეს. თავიდან მეუხერხულებოდა, შემდეგ გამიტკბა. ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ყოფნა და აქტიურად გამოჩენა მიყვარდა. ყურადღების მიქცევის მიზნით რაღაცების გადაღება დავიწყე, არ ვფიქრობდი, რომ ამას შეიძლება უარყოფითიც მოჰყოლოდა. კრიტიკა არ მაინტერესებდა, მთავარი იყო, „ჩემი პოპულარობა“ დიდხანს გაგრძელებულიყო.
ბავშვობაში კაკუს მეძახდნენ. ბათუმში, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ერთ-ერთმა წამომაძახა, რას დაკაკუნობო. იმის შემდეგ დამერქვა და ხალხმაც აიტაცა. დღემდე, როცა ქუჩაში მხვდებიან, მეკითხებიან, შენ ხომ კაკუს გეძახდნენო...
- ძირითადად, დედაჩემთან ერთად ვიღებდი, ვაწვალებდი, ჩემებურად ვერთობოდი და ამ ყველაფერს ცუდად იღებდნენ.
- ქუთაისის ქუჩებში რომ დავდიოდი, მანქანებიდანაც მისიგნალებდნენ, ყველა მცნობდა. სიმართლე გითხრათ, ნელ-ნელა სურვილი აღარ მქონდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო. გადავწყვიტე, ჩემთვის ვყოფილიყავი და ხალხს დავვიწყებოდი. ამ დროს გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე და დავოჯახდით.
ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით და მეგონა, რომ მიცნობდა. ჩემს შესახებ არაფერი იცოდა. გაცნობის დღესვე ყველაფერი ვაჩვენე, მოვუყევი რაც იყო. წინასწარ იცოდე ყველაფერი, მერე ხალხმა ცუდად რომ არ გითხრას რამე თქო. საცხოვრებლად ხაშურში გადავედით, სადაც 5 წელი ვიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტივობა ისევ მინდოდა, მეუღლემ ეჭვიანობა დაიწყო, საშინელებებს მეძახდა. ამიტომ არსად ვჩანდი.
- რომ ნახა, პატრონი არ მყავდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა, ფიზიკური ძალადობა დაიწყო. ამაზე ცოტას ვისაუბრებ, საკუთარ თავს და ბავშვებს ვცემ პატივს, თორემ ყველაფრის ღირსია.
წელიწადნახევარის წინ, გადავწყვიტე ტიკტოკი გამეკეთებინა და როცა სახლში არ იქნებოდა, გული გადამეყოლებინა. ვიდეო დავდე, ნეგატიურ გამოხმაურებებს ველოდი, თუმცა, პირიქით მოხდა....
შემდეგ ჩემი ჩვენების საფუძველზე ჩემი ყოფილი მეუღლე დააკავეს და ახლა წინასწარ პატიმრობაშია, სასამართლო ჯერ არ გამართულა.
მისი მშობლები როცა მირეკავენ, იმას კი არ კითხულობენ, როგორ არიან ბავშვები, მათი შვილიშვილები, შენი ქმარი ციხიდან გამოვიდეს, ჩვენება შეცვალეო. მაგ სულელურ ნაბიჯს არ გადავდგამ.
- არავითარ შემთხვევაში მოითმინონ. ვფიქრობდი, სად უნდა წავიდე, წასასვლელი არ მაქვს, მშიერი მოვკვდები. მეშინოდა ბავშვების წართმევის, რადგან ამით მემუქრებოდნენ. ქმარი და მისი ნათესავები ყველანაირად ეცდებიან, რომ უსუსური ქალები შეაშინონ. სინამდვილეში, მათ არაფერი შეუძლიათ, ეს ყველაფერი მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. პირველი ნაბიჯია ძნელი გადასადგმელი, შემდეგ ყველაფერს გააანალიზებ.
მე დღემდე მეცოდება, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ - მაშინ ვეცოდებოდი, როცა სიკვდილამდე მცემდა, ვეხვეწებოდი აღარ დამარტყა თქო, მაგრამ მაინც მიტყდამდა?! მასე არ დაინდონ და აუცილებლად წამოვიდნენ. ქუჩაში დაიძინონ თავისუფლად, ვიდრე ნაგავი კაცი დაადგეს თავზე და სრულიად თავისუფალი, ღმერთის გაჩენილი ადამიანი, ქალი დაჩაგრონ. მათ ყველა დაეხმარება, ისე არ დარჩებიან.
- ახლა ძალიან მეშინია, რომ გამოვა აუცილებლად მოვა და ეს ყველაფერი გაგრძელდება, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, რომ 2-3 წელი იქ იქნება. და იმ დღისთვის, მინდა ისე ვიყო, რომ ჩემამდე ძნელად მოაღწიოს. იქამდე რა მოხდება კიდევ, ვინ იცის. მთავარია, ყველაფერი კარგის გვჯეროდეს და აუცილებლად კარგად ვიქნებით.
- დიახ. ჩემი შუათანა შვილი დანევროზებულია. ბავშვების მიმართ აგრესიას იჩენს. გუშინწინ, უმცროსს უკბინა და ბაღში პრობლემები შეგვექმნა, სანამ გაარკვიეს რა მოხდა. მომდევნო კვირას ფსიქოლოგთან უნდა მივიყვანო.
- რაც მახსოვრობა დამეწყო, დაახლოებით, 3-4 წლიდან, ყველაფერი კარგად მახსოვს. მამა რომ გარდამეცვალა, 10 წლის ვიყავი. მანამდე, სახლში დედაჩემის გამო ორომტრიალი იყო. არაფერი გვიჭირდა, არაფერი გვაკლდა, 2000-იან წლებში მილიონერებივით ვცხოვრობდით, მამა არაფერს გვაკლებდა... მაგრამ დედას თავიდანვე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ქუთაისში, ნიკეაზე იყო ნაგავსაყრელი, სადაც დადიოდა. მამას არ დაუჯერა, 9 თვის ფეხმძიმე წავიდა იქ, სადაც დაეცა და მუცელი დაარტყა. დაეწყო ნაადრევი მშობიარობა. სანამ მამა ცოცხალი იყო, ვუყურებდი მათ ჩხუბს, როგორ ამწარებდა მამას, ხელში არ მიყვანდა, არ მეფერებოდა...
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სასმლის ფული რომ აღარ ჰქონდა, ერთი ბინა გაყიდა, შემდეგ უძრავი ქონების აგენტმა მოატყუა, ბინაში შეგვიყვანეს, სადაც მომდევნო თვეში ვიღაც მოვიდა და ქირის თანხა მოგვთხოვა. ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება საშინლად ამირია, ქუჩაში დავრჩი... თვეობით რომ არ ვჩანდი და დაკარგული ვიყავი, რომ დამინახავდა, იმას კი არ მეუბნებოდა, სად იყავიო, მეკითხებოდა რატომ მოხვედიო. მენატრებოდა, მართლა მიყვარდა...
რომ წამოვიზარდე, ვიდეოების გადაღება დავიწყე და მქონდა პროტესტიც. რადგან მას დედობა ჩემთვის არ გაუწევია, ბებიობის პატივი დავდე და ასე მოვიხსენიებდი.
ახლა ქუჩაში ცხოვრობს. ხანდახან ვნახულობ, საკონტაქტო დატოვებული მაქვს. ჩემთან არ მომყავს, რადგან არ მინდა ბავშვებმა იმას უყურონ, რასაც მე ვუყურებდი. ერთადერთი, რაც შეუძლია, წავიდეს თავშესაფარში, სადაც არ მიდის. დამპირდა, ამ კვირაში წავალო....
დღემდე ვერ ხვდება, რომ ცხოვრება გამიმწარა, მე მადანაშაულებს. მისმა დამ დაღუპა, ფსიქიკა შეურყია.
სამი ბავშვი მყავს, მცირეწლოვანი, ერთ ოთახიანში ვცხოვრობ... მას 4 ძაღლი ჰყავს, თავს არ ანებებს. შეფარებულები რამდენჯერ გაგვყარეს ძაღლების გამო, დაკბინა ხალხი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მაშინ გვიფარებდა.
- თეკლა, 25 იანვარს 5 წლის გახდება. საჩუქრად მინდა, რომ ყურები გავუხვრიტო, სულ ემახსოვრება, თან ოქროს საყურეებს ვიყიდი. მეორე 4 წლისაა, მესამე 2 წლისაა. ბაღში დადიან.
- ჯერჯერობით არ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ. რაც შეეხება შემოსავალს, სოციალურს ვიღებდი, რომელიც ახლა შემიჩერდა და განცხადება დავწერე აღდგენაზე. ერთხელ ტიკტოკზე ვითხოვე დახმარება - ფული მჭირდებოდა, რომ ბავშვებისთვის რამე მეყიდა. 1 თვის წინ დავდე ეს, დღემდე მეხმარებიან თანხით, ტანსაცმლით. მოდიან სადარბაზოსთან, მირეკავენ რომ ჩავიდე. ისე მერიდება, სახლში ვერ ამომყავს. სულ უცხო ხალხი მეხმარება, პირადად არავის ვიცნობ, უღრმესი მადლობა მათ.
ისევ ძალადობის თემას დავუბრუნები: არავითარ შემთხვევაში, არავის დაამცირებინოთ თავი. ისეთი გამწარებული ვარ, რაც ქმარმა მჩაგარა, ელემენტარულ შეურაცხყოფას არავის ვპატიობ. არ დანებდეთ, ყველას ბოლომდე გაეცით პასუხი, არავინ არის შესაბრალებელი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას და ამ წუთებშიც კი მეხმარებიან. ჩემს შვილებს მამა არ აფასებდა და უცხო ხალხმა დააფასა.