1728312638
კაილი ჯენერმა თავისი 11 თვის ვაჟი პირველად გამოაჩინა და სახელიც გაასაჯაროვა
რეალური შოუს ვარსკვლავმა კაილი ჯენერმა თავისი და მომღერალ ტრევის სკოტის 11 თვის ვაჟის სახელი გაასაჯაროვა, - ამის შესახებ Dailymail წერს.
წყვილმა ბავშვს თავდაპირველად ვულფი დაარქვა, მაგრამ მალევე გამოაცხადეს, რომ ეს სახელი ბავშვის პიროვნებას არ შეეფერებოდა, ამიტომ ამჟამად მას ეარ ვებსტერი ჰქვია, რაც „ღმერთის ლომს“ ნიშნავს.
კაილიმ თავის „ინსტაგრამ პოსტში“ პირველად ბავშვის სახეც გამოაჩინა.
წყვილისთვის ეარი მეორე შვილია, მათ ასევე 5 წლის ქალიშვილი სტორმი ვებსტერი ჰყავთ.
რეალური შოუს ვარსკვლავ კაილი ჯენერსა და მომღერალ ტრევის სკოტს ვაჟი 2022 წლის 2 თებერვალს შეეძინათ.