VIDEO: დაუჯერებელი ამბავი - ოჯახის მტკიცებით, 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი მუცელში ჩაუტოვეს

მაკრატელი

ამ წუთებში, რუსთავში, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში, 22 წლის გოგოს უტარდება ქირურგიული ჩარევა იმისთვის, რომ ოპერაციის დროს მუცლის ღრუში ჩარჩენილი მაკრატელი ამოუღონ.

როგორც პაციენტის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონას სამი თვის წინ, თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, ქირურგებს კი, მუცლის ღრუში, მაკრატელი დარჩათ.

მეუღლის ინფორმაციით, ქალს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, დღეს კი, ნიუ ჰოსპიტალში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუცელში მაკრატელი ჰქონდა დარჩენილი.

მისივე თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ონკოლოგიური პაციენტია.

,,გაუსივდა მუცელი, ძალიან აწუხებდა, რენტგენი გადაიღეს და ნახეს, რომ მაკრატელია ორგანიზმში. მთავარია, ჩემი მეუღლე კარგად იყოს, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ. სამი თვის წინ დარჩა ეს მაკრატელი. შემთხვევით გავიგეთ, რომ მაკრატელია ორგანიზმში დარჩენილი. სიკვდილს გადარჩა", - ამბობს პაციენტის მეუღლე ,,ინფო რუსთავთან".