„ექიმები ჩემზე ზრუნავენ..." - შაკირა კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს

შაკირა

 შაკირა ჰოსპიტალიზებულია. უცხოური მედიის ცნობით, პერუში ყოფნისას მომღერალი მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. შექმნილი ვითარების გამო, შაკირამ დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

"მუცლის გაუსაძლისი ტკივილის გამო ახლა საავადმყოფოში ვარ. ექიმები ჩემზე ზრუნავენ, რომ თავი კარგად ვიგრძნო", - დაწერა შაკირამ სოციალურ ქსელში.

გულშმატკივრებმა მთელი ღამე საავადმყოფოსთან გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეს შაკირას პირველი კონცერტი უნდა ყოფილიყო.