თემურ ქათამაძის ადვოკატი: ვფიქრობ, რომ თუ [ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ] სტატუსს მიანიჭებენ, შიმშილობას შეწყვეტს

თემურ ქათამაძის ადვოკატი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძის ადვოკატი ფიქრობს, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს მიანიჭებენ, ის შიმშილობას შეწყვეტს.

"ვიდრე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიენიჭება მას აღნიშნული სტატუსი, ის უკვე კანონიერი საფუძვლით დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე", - აცხადებს მარიამ გაბროშვილი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.

კითხვაზე, შეწყვეტს თუ არა თემურ ქათამაძე შიმშილობას, სტატუსი რომ მიენიჭოს, ადვოკატი პასუხობს: "ვფიქრობ, რომ კი, რადგან შიმშილობის ძირითადი მოტივი და მიზანი იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა".