1693080603
ტრამპის ბრძანებით, ოვალური კაბინეტიდან მაგიდა Resolute-ი გაიტანეს, რადგან მასკის შვილმა მასზე ხელი გაიწმინდა - New York Post

ტრამპის ბრძანებით, ოვალური კაბინეტიდან ცნობილი მაგიდა Resolute-ი გაიტანეს და რეკონსტრუქციაზე გაგზავნეს. ტრამპმა განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ელონ მასკის ვაჟმა მაგიდას წვლინტი წაუსვა.
New York Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპი უკიდურესად ფრთხილია ასეთ საკითხებში და მიკრობების ეშინია.
Resolute-ი შეერთებულ შტატებს დედოფალმა ვიქტორიამ გადასცა 1880 წელს. ოვალურ კაბინეტში მაგიდა 1961 წელს დადგეს. მაგიდასთან ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი იჯდა, მაგალითად კენედი, ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი.