მარკო რუბიო: ტრამპის დროს ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი, სანამ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

„მე ვერ დაგისახელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ვარიანტებს, თუ როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ირანი ბირთვული არ გახდეს. მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, ირანის რეჟიმს, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და საკუთარ მოვალეობად რეგიონის სხვა ქვეყნებში რევოლუციის ექსპორტს თვლის, ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი, რომლითაც ის მსოფლიოს მძევლად აიყვანს და პოტენციურად ისრაელს თავს დაესხმება“, - თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანს ბირთვული იარაღი ვერასდროს ექნება.

„საკმარისია ვთქვათ, შეერთებულ შტატებს, რომ სდომებოდა, ირანულ რეჟიმს ბოლოს მოუღებდა. მაგრამ პრეზიდენტი [ტრამპი] მშვიდობისმყოფელია. მას ასეთი სცენარების თავიდან აცილება სურს“, - აღნიშნა რუბიომ.