1693080603
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ორი პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დააკავა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს, არ დაეთანხმნენ გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალს და უარყვეს შესაძლო კავშირი ტერორიზმთან. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ ორივე მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო და, ალტერნატივის სახით, შესთავაზა 5000 და 15 000 ლარის ოდენობის გირაო, თუმცა საბოლოოდ, სასამართლომ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
"სამწუხაროდ, ველოდით რომ იქნებოდა პატიმრობა და იყო პატიმრობა. რატომ ველოდით - რადგან როცა პროკურორი შემოვიდა და კითხულობდა თავის პოზიციას, დაფიქსირდა სიტყვა ისლამური სახელმწიფო, ხოლო 236-ე მუხლი აბსოლუტურად არ ნიშნავს ისლამურ სახელმწიფოს, ეს არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა," - აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს კონტრტერორისტულ ცენტრში, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერის ფაქტზე.
"სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა პატიმრობა. მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს კონტრტერორისტულ ცენტრში, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი მხარდაჭერის ფაქტზე. მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში, დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები," - აცხადებს საქმის პროკურორი.