1693080603
ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები შუაღამით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ჯუმათი, სილაური, ნაგომარი, დვაბზუ, ცხემლისხიდი, შრომა, ნატანები, გურიანთა, მერია, ასკანა, მთისპირი, მაკვანეთი, ჭანიეთი, ლიხაური, ნასაკირალი, ბახვი. თოვლის წმენდის პროცესში ჩართულია 15 ერთეული ტექნიკა.
მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური; გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჯგუფები და “ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.
სამუშაოებს ადგილზე ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად გაეცნო.