ახალგაზრდა ქალმა 80 წლის მეზობელს ანგარიშიდან 290 000-მდე ფუნტი მოჰპარა (უცხოეთი)

სასამართლო

ინგლისში, ახალგაზრდა ქალმა 80 წლის მეზობელს ანგარიშიდან 290 000-მდე ფუნტი მოჰპარა. 

BBC-ის ინფორმაციით, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 29 წლის ქალს, რომელმაც მეზობელს ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხა მოჰპარა. მედიის ცნობით, ქალი 80 წლის მეზობლის მომვლელად მუშაობდა. ქალმა, მისი ანგარიშიდან, 1 წლის განმავლობაში, 287 825 ფუნტი მოიპარა და თანხის ნაწილი აზარტული თამაშების გვერდებზე დახარჯა.

დამნაშავის გამოაშკარავება მას შემდეგ შეძლეს, რაც ბანკმა საეჭვო ტრანზაქციების შესახებ პოლიციას აცნობა. გაირკვა, რომ ქალი მოხუცის ცუდი მხედველობით სარგებლობდა და პერიოდულად გაყალბებულ საბანკო ამონაწერებს აჩვენებდა.