ცნობილი ქართველი ექიმი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა - რას ამბობს გარდაცვლილის დედა

ექიმი

ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი გარდაიცვალა.

იგი 14 თებერვალს დაკრძალეს. მისი დედა, ნინო გელდიაშვილი, ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ნინო გელდიაშვილი ღიად საუბრობს შვილის ნარკოდამოკიდებულებაზე და აცხადებს, რომ არ სურს სიმართლის დამალვა. 

ვიდეომიმართვაში ნინო გელდიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი შვილი, გიორგი, ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა უნარებით. თუმცა, მისი სისუსტე და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ტრაგიკულად დასრულდა. დედა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა ისინი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

 

@nino_geldiashvili არ ვიკადრებ ვთქვა გული აწუხებდა, უეცარი ტრომბი იყო და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერასოდეს შევებრძოლებით პრობლემასა და ბოროტს. მე კი მთელ ჩემს დარჩენილ მოკლე ცხოვრებას, ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ერთმა ცადა უკვე ჩემი შეშინება. სიკვდილი ჩემთვის შველაა. უბედნიერესი წავალ იმ ქვეყნიდან, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ავაცილებ ამ უკიდეგანო ტკივილს #foryou #ფორიუ ♬ original sound - გიმაიო