გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
რეპერ A$AP Rocky-სა და რიანას 2022 წლის მაისში პირველი საერთო შვილი შეეძინათ. მომღერლებმა მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყეს, ახლა კი უკვე ოჯახური იდილიით ტკბებიან - რეპერის თქმით, რიანასა და მათ შვილთან ერთად სახლში ყოფნა მისთვის სამოთხეა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ვერც კი აგიხსნით. ყოველ დღე სამოთხე მხვდება სახლში დაბრუნებულს. ძალიან მადლიერი ვარ. უფალი მოწყალეა," — განაცხადა რეპერმა ინტერვიუში.
A$AP Rocky-ის თქმით, მამობამ მის შემოქმედებაზეც იმოქმედა და უამრავ საკითხს ახალი თვალით შეხედა.