1733169705
ცნობილია, სად ითამაშებს რომეო ბექჰემი
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვაჟი რომეო ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბის „ბრენტფორდის“ სარეზერვო გუნდს შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი კლუბში იჯარით, „ინტერ მაიამიდან“ გადავიდა. ის ინგლისში სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
„ძალიან მეამაყება და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“, - განუცხადა 20 წლის ნახევარმცველმა „ბრენტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
ცნობისთვის, რომეო ბექჰემი 2002 წელს, ლონდონში დაიბადა. ფეხბურთით 2014 წელს დაინტერესდა, თუმცა მალევე ყურადღება ჩოგბურთზე გადაიტანა. მაგრამ 5-წლიანი პაუზის შემდეგ კორტებიდან საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა. 2021 წელს რომეომ მამის კლუბთან - „ინტერ მაიამისთან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც ასევე სარეზერვო გუნდში თამაშობდა.