უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა (აშშ)

თვითმფრინავი

აშშ-ში, ლამბერტ სენტ-ლუის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, GoJet Airlines-ის თვითმფრინავი United Regional Jet-ი, რომელიც ვაშინგტონში, დალასის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, სენტ-ლუის ლამბერტის აეროპორტში დაფრენის შემდეგ ასაფრენ ბილიკს გაცდა და ბალახიან ტერიტორიაზე გადავიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პერსონალმა კი თვითმფრინავში მყოფი ადამიანები, ავტობუსების დახმარებით, ტერმინალში გადაიყვანეს.