14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1739474580
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ის „საბოლოოდ ჩამოყალიბდა "დიფ სთეითის" ტყვეობაში მყოფ და მის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომით" დასნეულებულ მძევლად.“
მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის თვითგანადგურების ტაიმერი სწორედ "დიფ სთეითის" მიერ არის ამოქმედებული და თუ ამაზე თავისი პრაქტიკული ზეგავლენის მოხდენა ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ - ურსულა ფონ დერ ლაიენი საბოლოოდ მოირგებს "ბორის ელცინის" როლს უახლოეს ისტორიაში. „დღეს ევროპარლამენტი თავისი მორიგი ყოვლად არასერიოზული და რეალობას აცდენილი ანტიქართული რეზოლუციით - საბოლოოდ ჩამოყალიბდა "დიფ სთეითის" ტყვეობაში მყოფ და მის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომით" დასნეულებულ მძევლად.
ევროპარლამენტი დღეს შიგნიდან არყევს ევროკავშირს, მიუხედავად ამ რყევების ფატალური შედეგის თაობაზე არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაფრთხილებისა. მათ რიგში დღესდღეობით არიან უნგრელი ვიქტორ ორბანი, სლოვაკელი რობერტ ფიცო, იტალიელი მატეო სალვინი, ფრანგი მარინ ლე პენი, პოლონელი იაროსლავ კაჩინსკი, რომის პაპი ფრანცისკო და მათი რიცხვი მხოლოდ მატულობს. დღეს ამ საშიშროებას გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოც და ევროკავრიშის ბიუროკრატიულ მანქანას ფაქტობრივად თვითლიკვიდაცია და "დიფ სთეითის" დამარცხება უსურვა, რის გარეშეც ევროპარლამენტთან ურთიერთობების გაგრძელებას არანაირი აზრი თუ პერსპექტივა არ გააჩნია. ამ დასნეულებულ და სახიფათო ვირუსის მატარებელ ორგანიზაციასთან დღეს მხოლოდ დისტანცირება და "პირბადის" ტარება თუ უშველის. დღეს ევროკავშირის თვითგანადგურების ტაიმერი სწორედ "დიფ სთეითის" მიერ არის ამოქმედებული და თუ ამაზე თავისი პრაქტიკული ზეგავლენის მოხდენა ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ - ურსულა ფონ დერ ლაიენი საბოლოოდ მოირგებს "ბორის ელცინის" როლს უახლოეს ისტორიაში. საქართველომ კი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გამოცდილება უნდა გაიზიაროს, რომელიც ევროპის კონტინენტზე თავის ურთიერთობებს მხოლოდ "დიფ სთეითის" ზეგავლენიდან გათავისუფლებულ ცალკეული ქვეყნების ლიდერებთან ამყარებს.“-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.