1739342153
საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
![სამაშველო ჯგუფი სამაშველო ჯგუფი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111970/samashvelo-jgufi_w_h.jpeg)
საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაუდგენელმა პირმა დაწესებულებაში ხელყუმბარა ისროლა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათის შემდეგ მოხდა, როდესაც ბარში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
პროკურორის თქმით, გამომძიებლებს მოქმედების მოტივი ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ. როგორც ფრანგული მედია წერს, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ქმედება შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.