მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეთა ჯგუფს შეეჯახა, დაშავებულია 15 ადამიანი

მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეთა ჯგუფს შეეჯახა, დაშავებულია 15 ადამიანი

მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეთა ჯგუფში შევარდა. როგორც გამოცემა „ბილდი“ წერს, შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს მოხდა და ავტომობილი აქციის მონაწილეებს შეეჯახა.

ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამჟამად პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს.

მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ამჟამად, მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.