კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ბათუმში კლინიკა "ბაუში" ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკას გულგრილობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ გუშინ 24 წლის ანა ჭყონია კლინიკაში სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს, ექიმებმა გაუტკივარება გაუკეთეს, დღეს დილით კი ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.
ჭყონიას ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არც ორსულს და არც ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა გახდა, რის გამოც ახალშობილი დაიღუპა.
ისინი პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა, ასევე მიმდინარეობს ექსპერტიზა და დეტალები სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.