საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„2024 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე.

დეკანოზი გიორგი დაიკრძალება კვირას, 2024 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გიორგი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.