საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მღვდელმთავრების შეკრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

,,საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრება შედგა.

ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი.

მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს", აღნიშნულია ინფორმაციაში.