საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740686356
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის მცხოვრების გულნაზ ვალეევას მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ვალეევა სამმა დეპუტატმა გაიტაცა და მოკლა. ცხედარი გზატკეცილთან 23 თებერვალს საღამოს იპოვეს.
46 წლის ქალი სახლიდან გაიტაცეს და აწამეს. შემდეგ კი მისი სხეული წყაროსთან დატოვეს. საქმეზე რიმნიკის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი რუდსკი, საოლქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ბრუკალი და მისი ვაჟი ანდრეი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალი ხეზე მიაბეს და აწამეს. ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სცადეს მისი დაწვაც.
როგორც გარდაცვლილის და ამბობს, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ქალი ჩიოდა, რომ მის ეზოში დაყენებულ სათვალთვალო კამერას ანდრეი ბრუკალმა პისტოლეტით ესროლა.
გარდაცვლილის და თვლის, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, დანაშაულისთვის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, გარდაცვლილს დაკავებულებთან აქამდეც კონფლიქტი ჰქონდა. ის დეპუტატებს გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა.
ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ ჩასვა სამმა კაცმა გულნაზი მანქანის საბარგულში. როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, სახლი უკვე ცარიელი იყო. გარეთ კი მხოლოდ მანქანის საბურავების კვალი იყო. მანქანის კვალმა პოლიცია დანაშაულის ადგილზე მიიყვანა.
„სამივე მათგანი ბრუკალის სახლში დააკავეს. მანქანა სისხლით იყო გაჟღენთილი, გარეცხვის დროც არ ჰქონდათ“, - ამბობს გარდაცვლილის და.
გულნაზ ვალეევას მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა 24 აპრილამდე შეეფარდათ.
საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740686356