1745061138
გურიაში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

გურიაში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკით აქტიურად იწმინდება გზები, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან.
ასევე, გრძელდება მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოებიც.