პარლამენტი იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომლის ამოქმედების შემდეგაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა სავალდებულო აღარ იქნება

 პარლამენტი

პარლამენტი „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" მიერ ერთობლივად ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა სავალდებულო აღარ იქნება.

ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა აქამდე სავალდებულო იყო.

საკითხზე დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.