„ბევრად „მძიმე“ თვე გამოდგება...“ - რამაზ გიგაური მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს
1740601532
პროკურატურა არჩევნების საქმეზე ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას განაგრძობს. დაკითხვებია საქალაქო სასამართლოში.
მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დღეს კითხვებს უკვე უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია სივრცე კავკასიის" თავმჯდომარემ, ირმა პავლიაშვილმა.
ირმა პავლიაშვილის თქმით, მათ წარადგინეს ყველა ის განცხადება და საჩივარი, რომლის ფარგლებში დაფიქსირებულ დარღვევებსაც, მათი ვარაუდით, შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
"კონკრეტული სახელები და გვარები, რა თქმა უნდა, არ ვიცით, ჩვენ არ გვქონია მსგავსი ტიპის ინფორმაცია. საჩივრებშია წარმოდგენილი მტკიცებულებები - ეს იქნება ფოტო-ვიდეო თუ სხვა, მათ შორის, მედიით გავრცელებული, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ იყო მოპოვებული. შესაბამისად, გამოძიებას შეუძლია ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმუშაოს," - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
"ღია სივრცე კავკასიის" თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის შემდეგ, დაიწყო "დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის" თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის გამოკითხვა. ამავე საქმეზე, გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს პოლიტიკოსებმა, ცესკოს თავმჯდომარემ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.