სტრასბურგის სასამართლოს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს შეკრება - მანიფესტაციებს და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მხრიდან ძალის გამოყენებას - ბექა ძამაშვილი

პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლოს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს შეკრება - მანიფესტაციებს და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მხრიდან ძალის გამოყენებას, პირიქით ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცავებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, სახელმწიფოს რა თქმა უნდა აქვს უფლება გამოიყენო სპეციალური საშუალებები და ძალა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაზე საუბრისას.

ასევე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პროკურატურამ დროულად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ბევრი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. სხდომაზე უკვე დიდი პალატის წინაშე საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა უნდა დაამტკიცებს იმავეს, რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში შეკრება - მანიფესტაციებთან დაკავშირებით. ასევე ახლა უკვე დიდმა პალატამ რომ აღნიშნოს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა ასეთ დროს ძალის გამოყენება არის ნამდვილად ნებადართული. დავაფიქსირებთ, რომ სახელმწიფო აქვს მზაობა ეს მითითებები გაითვალისწინოს გამოძიების პროცესში, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოში 20-21 ივნისის საქმის განხილვა დიდ პალატაში მიმდინარეობს. გასაჩივრებამდე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა , რომ საქართველოს კანონმდებლობა თავსებადია სტანდარტებთან. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას. პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ გამოძიების დროულად დაწყება. არ დარღვეულა კონვენციის არცერთი მუხლი არსებით ნაწილში. სტრასბურგის სასამართლო ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით ითხოვს გამოძიებას, რომელიც გიორგი გახარიას ეხება. შინაგან საქმეთა მინისტრი 2019 წელს, სწორედ გახარია იყო