საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, პატრიარქისა და პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს.

,,12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ბატონი ირაკლი და ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.